logo
ENG



"დაისაჯონ ლექსო ლაშქარავას მკვლელები" - 4 აპრილს საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

31 მარ 202223:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/icn7p85f5rtkom5.jpg

ორშაბათს, 4 აპრილს, საქალაქო სასამართლოს ეზოში, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განაჩენის გამოცხადების პარალელურად, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართება აქცია.

ქციის მონაწილეები მოძალადეთა დასჯას მოითხოვენ. აქციას ორგანიზებას ასევე მოძრაობა სირცხვილია გაუწევს.

"4 აპრილს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს 6 ბრალდებულის მიმართ, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ძალადობითა და მუქარით დევნასა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ედებათ, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არ არიან ძალადობის ორგანიზატორები, მნიშვნელოვანია იმ პირების დასჯაც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ლექსოს მკვლელობაში. თავისუფალი პროკურატურისა და სასამართლოს პირობებში, აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაში ყველა დამნაშავე, რომელიც ლექსოს მკვლელობასა და ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილეობდა. მანამდე კი ლექსოს ხსოვნისთვის შევიკრიბებით და მოვითხოვთ ბრალდებული მოძალადეების დასჯას", - წერია აქციის ანონსში.

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსეთის მიერ მართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი გახდა. 5 ივლისს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა მედიის 50-მდე წარმომადგენელი, თუმცა ხელისუფლება დღემდე მფარველობს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს.


close დახურვა